თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ. "როიტერსის" ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამავდროუალად, რუსეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტურიზმის სფეროში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას დაპირდა.
სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და „ძალზე პროდუქტიული და პოზიტიური იყო“, თუმცა საუბრის შინაარსი უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტები შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ტერატქზე კომენტარი გააკეთა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც.
“პრეზიდენტმა პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს საშინელი ტერაქტის გამო. კრემლში ასევე გამოთქვამენ მწუხარებას და მომხდარს მშვიდობიან სტამბოლზე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევენ. მსგავსი მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საერთო საფრთხის - ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლაში ძალისხმევის კონსოლიდირების აქტუალობას” - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, დაშავებულია 239.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






