თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.წუხელ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა . ერთი ტერორისტი სამართალდამცავებმა მოკლეს.
ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტაქსებს მგზავრები შეჰყავთ. ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. აფეთქების მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.
აფეთქებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






