მას წინ უძღვოდა:
7 ივნისი სტამბოლში დანამღმული ავტომობილის აფეთქება, რასაც 7 პოლიციელი და 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
19 მარტი - ტაქსიმის მოედანზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 4 ადამიანი შეეწირა.
13 მარტი - აფეთქება ანკარაში - გარდაიცვალა 37 ადამიანი, დაშავდა 127.
17 თებერვალი - ანკარაში ავტობუსის აფეთებას 29 ადამიანი ემსხვერპლა
12 იანვარი - სტამბოლში, ტურისტულ არეალში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
წუხელ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა . ერთი ტერორისტი სამართალდამცავებმა მოკლეს. ამჟმინდელი მონაცემებით, დაღუპულია 36 , ხოლო დაშვებულია 150-მდე ადამიანი,
ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტაქსებს მგზავრები შეჰყავთ. ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. აფეთქების მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.
აფეთქებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






