"ეს კიდევ ერთი ტრაგიკული ტერაქტია თურქეთში. ევროკავშირი თურქეთის მოსახლეობას მხარდაჭრას უცხადებს. ჩვენ მთელი გულით მათთან ვართ" - წერს მოგერინი.
შეგახსენებთ, წუხელ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში თავი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ამჟმინდელი მონაცემებით, დაღუპულია 36 , ხოლო დაშვებულია 150-მდე ადამიანი,
ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.
აფეთქებასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






