მსოფლიო ლიდერები ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან
მსოფლიო - 10:55, 29 Jun, 2016     2273

სტამბოლში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები დაგმო თეთრმა სახლმა. სამძიმრის წერილი პრესმდივანმა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

„ჯერკიდევ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვართ და ვცდილობთ გავიაზროთ რა მოხდა, უნდა დადგინდეს ვინ არის ამის ორგანიზატორი, ამიტომ, ვთვლი, რომ უპირველესი გამოწვევა, სწორედ ძალადობრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაა“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

მომხდარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც გამოეხმაურა.

„ჯერ არ ვიცით ვინ განახორციელა ეს საზარელი ტერაქტი, ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. მინდა ვუთხრა თურქ ხალხს, რომ მათ გვერდით ვართ ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს თუ ვინ მოაწყო ტერაქტი:

„აუცილებელია დადგინდეს თუ ვინ მოაწყო ეს ყველაფერი, რათა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი თურქეთში სიტუაციის გაუარესების მიზნით ეწყობა“, - განაცხადა ოლანდმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო:

„მსურს ღრმა მწუხარება გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ასეთ ვითარებაში ჩვენ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ტუსკმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42