მაშინ როცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მალხაზ მამფორიამ, პაატა გვილიამ და ონისე ხუბულავამ ციხისძირის მოსახლეობას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და პაატა გვილიას და მალხაზ მამფორიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო ონისე ხუბულავაზე გამოცხადებულია ფორმალური ძებნა (რისთვისაც არაფერი კეთდება), მიჩნდება სრულიად სამართლიანი კითხვა: რატომ აქვს ბაჩო ახალაიას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, როდესაც მას ბრალად ედება მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დეზერტირებისათვის ???? (რასაც ადასტურებენ სასამართლოზე პროკურატურის მოწმეები). დასკვნა: - საქართველოში სუფევს შერჩევითი სამართალი და მერე კიდევ ვიღაცეები აქოცქოცდებიან ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარი არ არისო. აქვე დავამატებ იმასაც, რომ დღეს ასეულობით ადამიანი შეიკრიბა და ჩაატარა აქცია ციხისძირის ინციდენტთან დაკავშირებით და მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა, ხოლო ბაჩოს შემთხვევაში ზეწოლით და მუქარით აიძულებენ რამოდენიმე ე.წ. მოწმეს მისცენ ჩვენება ბაჩოს წინააღმდეგ (რაც სასამართლოზე თვითონვე აღიარა რამოდენიმე მოწმემ).

მასალის გამოყენების პირობები






