"თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სანაცვლოდ კომპენსაციას არ გადაიხდის" - თურქეთის პრემიერი
მსოფლიო - 17:55, 28 Jun, 2016     3842
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სანაცვლოდ კომპენსაციას არ გადაიხდის. "სიენენის" თურქული რედაქცია იტყობინება.

გამოცემის თანახმად, თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ანკარამ მომხდარის გამო მხოლოდ მწუხარება გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე თურქული ტელეკმპანიის ეთერში ილდირიმმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი ჩამოგდებული სუ 24-ის გამო ზარალის ასანაზღაურებალდ მზად არის. მანვე დააანონსა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების დაწყება.

გუშინ, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა,ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და ნოემბერში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ბოდიში მოიხადა.

რუსული მედიის ცნობით, წერილში, თურქეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილი რუსი მფრინავის ოჯახს და მზადყოფნას გამოთქვამს, გააკეთოს ყველაფერი რუსეთსა და თურქეთს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად.

შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.

გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42