მეტი კონკრეტიკისთვის: International Energy Agency-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.
ექსპერტების პროგნოზი საგანგაშოა, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.
საქართველოში ატმოსფერულ ჰაერს ძირითადად ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სოფლის მეურნეობის დარგები და სამრეწველო ობიექტები აბინძურებს. მათგან დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის.
ექსპერტების თქმით, ატმოსფერული ჰაერი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვიდან ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2,5) და ა.შ. ბინძურდება.
გარდა ამისა, როგორც საქართველოში, ისე სხვა მრავალ ქვეყანაში ბავშვების 80%-ზე მეტი თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობს, როგორც საკუთარ სახლში, ასევე სახლს გარეთ.
აღშანიშნავია, რომ International Energy Agency - ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის ახსნილი, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხვდა საქართველო სიის სათავეში, თუმცა დღეს გავრცელებულმა ცნობამ ბევრს დაუკარგა მოსვენება.
სოციალურ ქსელში სპეციალური პეტიცია შეიმიშავეს. მანიფესტის ავტორები ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერების შემოღების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
„აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები!“- აღნიშნავენ პეტიციის ავტორები. ამ დროსითვის პეტიციას 1362 ხელმომწერი ჰყავს.
საყურადღებოა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2016 წლის მონაცემებც. აქ მსოფლიო ქალაქებს შორის გარემოს დაბინძურების მიხედვით თბილისი 570-ე ადგილზეა.
კვკლავ International Energy Agency-ის უახლესი კვლევას რომ დავუბრუნდეთ, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აბსოლუტურ რიცხვებში ჰაერის დაბინძურებით გამოწველი დაავადებების გამო ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება.
და მაინც - როგორ გახდა საქართველო დაბინძურებული ჰაერის რანჟირებაში პირველი ქვეყანა?
ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი რამდენიმე ძირითად მიზეზზე საუბრობს - ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ძველი მანქანები , დიზელის ძრავიანი ავტომობილები და რაც მთავარია, პრაქტიკულად არ არსებობს ჰაერის დაბინძურების ტესტირებები.
„საქართველოში საზოგაოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის სამკარისად განვითარებული, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილებისთვის პირად ავტომობილებს იყენებს. შედეგად, პირადი სატრანსპორტო საშალებების რაოდენობა , ბოლო ათწლეულის განმავლობაშ გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ძირითადად კიხდება მეორადი მანქანების შეძენა , რომელთა იმპორტირება უცხოეთიდან ხდება. განსაკუთრებით პოპულარულია დიზელის ძრავიანი მანქანები.
ვინაიდან, ამ დროისთვის ტრანსპორტის ტექდათვალიერება შეჩერებულია, მანქანები ცუდ მდგომარეობაშია. ასევე შეჩერებულია ტესტირება გამონაბოლქვის ხარისხის დადგენაზე. ბაზარზე არსებული ზოგიერთი დაბალი ხარისხის საწვავს კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს გამონაბოლქვის სახით. საცობების საკითხი კვლავ პრობლემურია საქართველოს ქალაქებში. ყველა ეს ფაქტორი კი ამ მნიშნელოვანი პრობლემის გამომწვევია“- წერს VOX -ი კოვაჩის ანგარიშზე დაყრდნობით.
International Energy Agency-ის მიერ გამოქვეყნებულ საგანგასო კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერს პრობლემის პრევენციაზე დეტაურად არ უსაუბრია თუმცა თქვა, რომ „მომავალში აუცილებლად შემოვიღებენ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას”.
პრემიერმა არ იცის ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ცვლილება, თუმცა იცის ის რომ ტექდათვალიერება ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალი და ამასთან საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი უნდა იყოს".
მისი თქმით, ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი იყო.
"იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ამ კუთხით არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა, რაც წარსულში მართლაც ჰქონდა, საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც მთავარია, ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის", - თქვა პრემიერმინისტრმა.
გარემოს დაცვის სამინისტროში ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტოს კვლევის სიზუსტეს.
სამინისტროს განცხადებით მათ საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს წერილი გაუგზავნეს სადაც მოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა ეს დასკვნა.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, უწყება ჰაერის შემოწმებას სისტემატურად ევროკავშირთან შესაბამისი სტანდარტებით აწარმოებს:
„ჰაერის შემოწმება სამი მეთოდით ხდება, მათ შორის ინდიკატორული მეთოდებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში და წელს მას დაემატა კიდევ რამდენიმე ქალაქი. ჰაერის სტანდარტის შემოწმნება ევროკავშირთან შესაბამისი ინდიკატორების საშუალებით ხდება“- განაცხადა გრიგალავამ.
აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება არც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია:
„ჩვენ ინდიკატორული გაზომვები მთლიანად ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით გავაკეთეთ ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დაფიქსირდა მხოლოდ საშუალო დაბინძურება. მტვერთან მიმართებაში გვაქვს რამდენჯერმე გადაჭარბება, მაგრამ ეს არ არის კრიტიკული ნიშნული. პლანეტაზე ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი საქართველოში ნამდვილად არ არის, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ მთავარი დამაბინძურებელი თბილისში არის ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი“- განაცხადა ბაგრატიამ.
მასალის გამოყენების პირობები






