„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონი დასრულდა , თუმცა არ დასრულებულა მასზე მსჯელობა და ბოლო სერიებით გამოწვეული შთაბეჭდილებების გაზიარება. მეცხრე სერია იმდენად ემოციური იყო, გულშემატკივრები მეათე სერიას ცოტა არ იყოს შიშით ელოდნენ. თუმცა,შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მე-6 სეზონის ფინალური, მეათე სერია მეცხრეზე არანაკლებ საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა. ბოლო სერიაში რამდენიმე თეორია გამართლდა, რამდენიმე მოულოდნელობაც იყო.
ახლა , ფანებმა გოთ-ის მეშვიდე სეზონამდე დროის ათვლა დაიწყეს, რომელიც აპრილში გამოვა. მანამ კი ვნახოთ, რა გახდა ცნობილი მე-10 სერიიდან.
1. R+L=J დადასტურდა!


ჯონ სნოუ ნედ სტარკის ბასტარდი არ არის. ბრანის ნიჭის წყალობით გაირკვა და დადასტურდა, რომ ჯონი ნედის დის, ლიანასა და რაეგერ ტარგარიანის შვილია.
2. არია სტარკის სიას კიდევ ერთი ადამიანი მოაკლდა. არიამ ვოლდერ ფრეი მოკლა და ამით შური იძია დედისა და ძმის მკვლელობაზე.
3. ჯონი ჩრდილოეთის მეფე გახდა!
4. სერსეიმ ყველა გაანადგურა


დედოფალი მარჯერი, მისი ძმა და მამა, ლანსელ ლანისტერი, უმაღლესი ბეღურა, მეისტერი და სხვა დიდებულები ლორასის სასამართლოზე, სერსეის მიერ მოწყობილი „ბირთვული შეტევის“ შედეგად დაიწვნენ. სასახლე მთლიანად განადგურდა.
5. დედოფალი მარჯერის სიკვდილი ყველაზე მოულოდნელი იყო ამ სეზონზე
6. განადგურებული სასახლის ნახვის შემდეგ მეფე თომენი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა. მართალია, ამ სეზონზე თომასის სიკვდილს ველოდით, თუმცა თვითმკვლელობა წარმოუდგენელი იყო. თომას ნამდვილად უყვარდა მარჯერი.
7. Shame! - სერსეის კიდევ ერთი შურისძიება, რომლის აღსრულებაშიც მთა დაეხმარა.
8. სერსეი რკინის ტახტზეა!
9. სერ დავოსმა მელისანდრა პრინცესას დაწვაში ამხილდა და ჯონს მისი დასჯა სთხოვა. ჯონმა მელისანდრას უინთერფერლის დატოვება მოსთხოვა. მელისანდრამ უინთერფელი დატოვა.

10. ტირიონი დეინერესის მარჯვენა ხელი გახდა
11. დეინერისი ვესტეროსისკენ დაიძრა!
12. სემმა ბიბლიოთეკა ნახა
13. და მეექვსე სეზონის ბოლოს , Winter is Here!
მასალის გამოყენების პირობები






