სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მუშაობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:14, 28 Jun, 2016     1073
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის, ღირებულებათა ჯაჭვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული მექანიზმი საინტერესო უნდა იყოს როგორც ფერმერებისთვის, ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით აიღონ დაბალპროცენტიანი სესხი.

,,აღნიშნული კონცეფცია ხელს შეუწყობს სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის კონსოლიდაციას, სტანდარტიზაციას, ერთიანი მარკეტინგული მოთხოვნების ჩამოყალიბებას, კოოპერაციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს“, - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, კომპანია ,,ბიზნესისა და ფინანსების საკონსულტაციო ცენტრის“ (BFC) პროექტის „აგროდაზღვევისა და დაფინანსების ხელშეწყობა საქართველოში (PAFAI)” საკრედიტო და რისკების მართვის ექსპერტმა ნინო ბერიშვილმა წარმოადგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა აგროდაზღვევისა და ღირებულებათა ჯაჭვის სრული მექანიზმის მართვას პროცესში ელექტრონული მართვის სისტემის ე.წ. სოფტის მეშვეობით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42