„მეძროხეობის სანაშენე ცენტრის ჩამოყალიბება“ ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:36, 28 Jun, 2016     1544
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მესაქონლეობის სანაშენე საქმიანობის მიმართულების ებრაული კომპანიის (Green Horizon) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში „მეძროხეობის სანაშენე ცენტრის ჩამოყალიბება“ ებრაული მხარის თანამონაწილეობის საკითხი განიხილეს.

საინიციატივო პროექტი გულისხმობს, როგორც ინტენსიური ფერმერული მეურნეობებისთვის უცხოური მაღალპროდუქტიული ძროხის ჯიშების სანაშენე ჯგუფის შექმნას, ასევე ადგილობრივ გარემოპირობებთან შეგუებული მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების გამოყვანას მაღალმთიანი და მომთაბარე მესაქონლეობისთვის. პროექტის აუცილებელი კომპონენტი საკვებწარმოების ბლოკის და სასწავლო-სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

“მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს ინტენსიური ტიპის მერძეული ფერმების დაარსებას, პირუტყვის გენოფონდის გაუმჯობესებას და დარგში საერთაშორისო სტანდარტის უნარ-ჩვევების დანერგვას", - განაცხადა იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე ებრაული კომპანიის ექსპერტმა, ეფი იერუშალმიმ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, ებრაელმა ექსპერტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ ფერმებში მენეჯმენტის გაუმჯობესების, სწორად დაბალანსებული კვების და ინტროდუცირებული ჯიშის საქონლის მოვლის უნარ-ჩვევების ცოდნის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და გაზრდის შემოსავლებს.

კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42