ევროკომისიის პრეზიენტი, ჟან-კლოდ იუნკერი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს “ბრექსითთან” დაკავშირებით პოზიცია რაც შეიძლება მალე დააფიქსიროს. ამის შესახებ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნებულია, თუმცა საჭიროა, რომ ლონდონმა საკუთარი პოზიციის შესახებ მკაფიოდ განაცხადოს, რათა თავიდან იქნას აცილებული გაურკვევლობა.
იუნკერმა რეფერენდუმის შედეგების გამო მწუხარება კიდევე ერთელ გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გაერთიანების წინსვლას ხელს არ შეუშლის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ლონდონს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ევროკავშირს "ბრექსითის” შესახებ ოფიციალურ განაცხადით მალე მიმართოს.
27 ივნისს დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ის ოფიციალურად არ აამოქმედებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას განსაზღვრავს. ქემერონის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ფორმალურად ახალმა პრემიერმა უნდა დაიწყოს, რომელსაც კონსერვატიული პარტია შემოდგომას აირჩევს.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდა. ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
შედეგების გამოცხადებისთანავე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






