აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ახალი შენობა გახსნა
საზოგადოება - 18:14, 24 Apr, 2013     444

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის შენობა მთლიანად გაახლდა 2012 წელს "უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციიდან" (OPIC) მიღებული 3,5 მილიონი დოლარის სესხით.

ელჩმა ნორლანდმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება ქართულ განათლებას, მათ შორის "საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID), "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის", აგრეთვე "ფულბრაიტისა" და სხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით. 
"უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აფინანსებს ამ კერძო უნივერსიტეტს, რათა ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ეკონომიკისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარებაში დაეხმაროს."

"უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს.

რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, ის ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითაც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი დასახულ მიზანს აღწევს იმით, რომ ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს.

OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა. ის საკუთარი სახსრებით არსებობს და არ ხარჯავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულს. OPIC–ის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და მზარდი ბიზნესებისათვის მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში. დღეისათვის, OPIC–ის პროექტებით ამერიკულმა ექსპორტმა 75 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და შეერთებულ შტატებში 276,000–ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42