"ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვა ნაკლებად სავარაუდოა" - ქემერონი
მსოფლიო - 17:58, 27 Jun, 2016     3223
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის გამართვა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, დევიდ ქემერონმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქემერონმა მთავრობის წევრებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, მინისტრები მის შემცვლელს “ბრექსითისთვის” მზადებაში უნდა დაეხმარონ.

ავადროულად, ბრიტანეთის პრემიერი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობა არ არის, რადგან ორი წლის წინ შოტლანდიის მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში ყოფნა არჩია,

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდა. ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.

შედეგების გამოცხადებისთანავე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42