გიგა ნასარიძის მეუღლემ ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა და აღნიშნა, რომ შორიახლოს მდგარი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ინციდენტს მხოლოდ მისი ხმაურიანი რეაქციის შემდეგ გამოეხმაუნენ, თუმცა, მოძალადე არ დაუკავებიათ და მას მიმალვის საშუალება მისცეს:
"შორიახლო მდგომმა პატრულმა ჩემს ყვირილზე იკადრა გამოხმაურება, ოღონდ, მიმალვის საშუალება მისცა, თვითნაც გაქრა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა არასწორად დაყენებული მმანქანის დასაჯარიმებლად მომადგა უკან...მერე მე ჩემებური წიოკი გავუშვი...რატომ გაუშვითქო, დავაწყნარე და გავუშვიო..კიდევ იმას სჭირდებოდა დამშვიდება?! პატრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრად გადაქცეულა თურმე!..", - წერს გიგა ნასარიძის მეუღლე მაიკო კვარაცხელია "ფეისბუქში".
მისი თქმით, მოძალადე რიგითი გამვლელი იყო და გიგა ნასარიძეს ხელის გარტყმის შემდეგაც ემუქრებოდა, რომ აუცილებლად იპოვიდა.
მოგვიანებით, "ფეისბუქზე" ინციდენტს თავად გიგა ნასარიძეც გამოეხმაურა:
"კაცო, ეს ოხერი, 90იანი წლები ისე გამოვიარე არ მიჩხუბია და ახლა ოქტომბრიდან ორჯერ ვიჩხუბე", - წერს ნასარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






