"სამტრედიის მაცნეს" ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინდა
საზოგადოება - 14:51, 24 Apr, 2013     494

გთავაზობთ ცესკოს განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება

გაზეთ "სამტრედიის მაცნეს" მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან მიმართებაში

 

"12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ინფორმაცია სამტრედიის №54-ე ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით. მასალა კომისიას, უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესწავლის მიზნით წარმოუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას თან ახლდა გაზეთ "სამტრედიის მაცნეს" დასკანერებული ვერსია, სადაც ფოტო მასალებში სხვა პირებთან ერთად ასახულია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კახიანი.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად გაზეთი ,,სამტრედიის მაცნე" ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 67,4 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გაზეთის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, ვინაიდან სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იკრძალება ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი. ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცესკომ შემდგომი რეაგირებისთვის №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადაუგზავნა.

თავის მხრივ, სამტრედიის ოლქის თავმჯდომარემ გაზეთის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვითაც გაზეთმა, რომელიც ფინანსდება თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა დაარღვია, დაბეჭდა რა საარჩევნო სუბიექტის - მაჟორიტარი კანდიდატის ფოტო და მის ვიზიტს სახნავი ღონისძიებების ჩატარების დროს სოფ. იანეთში სტატია მიუძღვნა. რაც საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმის საფუძველს წარმოადგენდა.

22 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი "სამტრედიის მაცნეს" არ დაუდგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისად, შეწყდა სამართალწარმოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42