რეფერენდუმის შემდეგ ევროპელი ლიდერები ცალსახად მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, უახლოეს მომავალში დაიწყოს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყვანის პროცედურები. თუმცა, აქვე ისმის კითხვა - მზად არის თუ არა თავად ქვეყანა ამისთვის მზად?
პირველი პრობლემა ის გახლავთ, რომ ბრიტანეთის სხელმწიფო აპარატში 10 კაცი თუ მოიძებნება, რომელსაც აქვს გამოცდილება სერიოზული საერთაშორისო მოლაპარაკებები აწარმოოს ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ათეულობით წლების მანძილზე ქვეყანას ამ დარგში სპეციალისტები არ სჭირდებოდა.მეორე პრობლემა ბრიტაანული კანონმდებლობის შეცვლის საკითხია, რადგან იგი მთლიანად ევროკავშირის კანონმდებლობაზე იყო მორგებული, რაზედაც, ექსპერტების მოსაზრებით, პარლამენტს, სავარაუდოდ 10 წელი დასჭირდება, რომ შესაბამისი კანონმდებლობა შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაისში მინისტრთა კაბინეტი აცხადებდა, რომ მას არ გააჩნია კონკრეტული გეგმები ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში. მხოლოდ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა შესძლებს სავალუტო კრიზისის მოკლე დროში დაძლევას, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები ამით არ შემოიფარგლება, რადგან ეკონომიკის გადაწყობა მარტივი პროცედურა არ არის, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში.
უაიტჰოლში უკვე განიხილავენ ახალი კანონის მიღება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ყველა დირექტივა და რეგულაცია ძალაში დარჩეს, სანამ ბრიტანეთის პარლამენტი მათ შესაბამისი კანნებით არ ჩაანაცვლებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებლობის სწრაფი შეცვლა აუცილებლად შეაფერხებს ბრიტანეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ხოლო თუ ეს პროცესი დროში ძალიან გაიჭიმება და ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე ევრორეგულაციებით იმოქმედებს, მაშინ ბრეექსითი საერთოდ აზრს დაკარგავს. შესაბამისად "დამოუკიდებლობის დღე", როგორც ბრექსითის მომხრეები მოიხსენიებენ რეფერენდუმის დღეს, შეიძლება "დამოუკიდებლობის ათწლეულად" გადაიქცეს.
მასალის გამოყენების პირობები






