განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი
მსოფლიო - 16:19, 25 Jun, 2016     2904
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი და ხელმომწერთა რიცხვი წრაფად იზრდება.

პეტიცია პეტიცია, ახალი რეფერენდუმის შესახებ, პარლამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, ხელმომწერები ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებას ახალი წესით ითხოვენ. წინადადების თანახმად, ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუკი წინაზე ამომრჩველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები,

ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ კი 71,8 პროცენტი შეადგინა.

პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომესაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. თავის მხრიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს პეტიციას, რომელსაც 10 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

ამავდროულად, საიტზე Change.org 100 000-ზე მეტი ხმა მოაგროვა პეტიციამ, რომლითაც ლონდონის მერს სადიქ ჰანს, ლონდონის დამოუკიდებელ ქალაქად გამოცხადებას სთხოვენ, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

ხუთშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგემის გამოცხადებისთანავე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პოსტს ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. როგორც ქემერონმა აღნიშნა, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42