მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ხელშემწყობი პროგრამები გააცნეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:08, 25 Jun, 2016     1643
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებსა და თაფლის მწარმოებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა მეფუტკრეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიმართულებით, რაც პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რომლის თანახმადაც, საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შევა და ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიამ დადებითად შეაფასა, გულისხმობს ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვას, ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგს. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რაც თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა მეწარმეებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები, მიმდინარე პროგრამები და დარგის განვითარების პერსპექტივები გააცნეს.

მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42