აშშ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს - ბარაკ ობამა
მსოფლიო - 11:24, 25 Jun, 2016     2119
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებს არ დააზარალებს. მისი თქმით, ის პატივს სცემს ბრიტანელების გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ.

“დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი აშშ-ის შეუცვლელ პარტნიორებად დარჩებიან იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობების გადახედვას იწყებენ” - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რეფერენდუმამდე ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას აქტიურად უჭერდა მხარს. აპრილში, ბრიტანულ გამოცემა Daily Telegraph-ში ბარაკ ობამას წერილიც გამოქვეყნდა, რომელშიც ის ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის უპირატესობებზე საუბრობდა.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო მწუხარება გამოთქვა ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ე.წ. “ბრექსითს”ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ კი 71,8 პროცენტი შეადგინა.

რეფერენდუმის შედეგემის გამოცხადებისთანავე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვების შესახებ განაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42