დიდ ბრიტანეთში ახალ რეფერენდუმს ითხოვენ - პეტიციას 555 000-მა ბრიტანელმა ხელი უკვე მოაწერა
მსოფლიო - 11:00, 25 Jun, 2016     6746
მეორე დღეა მსოფლიო Brexit-ის შედეგებზე მსჯელობს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერნდუმის შედეგად, მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ევროგაერთიანებაში დარჩენის მსურველები მორიგი რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვენ.

პეტიცია, ახალი რეფერენდუმის შესახებ, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-მა ბრიტანელმა ხელი უკვე მოაწერა. ისინი, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებას ახალი წესით ითხოვენ. წინადადების თანახმად, ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუკი წინაზე ამომრჩველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები,

ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ კი 71,8 პროცენტი შეადგინა.

პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომესაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. თავის მხრიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს პეტიციას, რომელსაც 10 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

ამავდროულად, საიტზე Change.org 100 000-ზე მეტი ხმა მოაგროვა პეტიციამ, რომლითაც ლონდონის მერს სადიქ ჰანს, ლონდონის დამოუკიდებელ ქალაქად გამოცხადებას სთხოვენ, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

ხუთშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგემის გამოცხადებისთანავე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პოსტს ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. როგორც ქემერონმა აღნიშნა, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებით, 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ევრო კი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3 %-ით გაუფასურდა. რეფერენდუმის შედეგი აზიურ საფონდო ბირჟებზეც და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზეც აისახა. 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ექვსი პროცენტით დაეცა.

რეფერენდუმის შედეგების გამო გაერთიანებული სამეფო შესაძლოა ორი წევრის გარეშე დარჩეს. განცხადებები დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ უკვე გაკეთდა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების თანახმად, შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ, ნიკოლას ტერჯენმა არ გამორიცხა, რომ შოტლანდიაში შესაძლოა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების რეფერენდუმი კიდევ ერთხელ ჩატარდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42