12:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი ონისე მარგიანი, მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას, ხელისუფლეიბის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე.
მისამართი: (ძმები ზუბალაშვილების # 36)
14:00 საათზე - სასტუმრო Courtyard Marriott-ში, “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და მისი გუნდის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრაიმერის გზით კანდიდატთა სიის ფორმირების შესახებ პრეზენტციას გამართავენ. "ახალი საქართველო", ღია შერჩევის პრინციპით, პრაიმერით გამოავლენს დეპუტატობის მსურველ ახალ ლიდერებს, რომლითაც თანაბარ პირობებში აყენებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და პროდასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური პარტიები.
საკონტაქტო ნომერი: 591051601
მასალის გამოყენების პირობები






