„მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… "- რამ გაახარა ვალერი კვარაცხელია
შენი რეპორტაჟი - 19:43, 24 Jun, 2016     8807

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის შედეგი საქართველოში ყველაზე მეტად პარტია ,,სოციალისტური საქართველოს“ ლიდერს ვალერი კვარაცხელიას გაუხარდა. კვარაცხელიას უჩვეულო აღტკინება ბრიტანეთის ევროპული ბიუროკრატიისგან „გათავისუფლებით“ არ ყოფილა გამოწვეული. რუსეთის ზესახელმწიფოებრიობაში და საქართველოს მიმართ პუტინის დიდ სიყვარულში დარწმუნებულმა პოლიტიკოსმა აღნიშნული მოვლენა ევროკავშირის ნგრევის და საქართველოს „დედა რუსეთთან“ დაბრუნების დასაწყისად შერაცხა. ბედნიერ ვალერი კვარაცხელიას დიდი სურვილი აქვს საქართველოს დროშა ისევ წითელი იყოს, საქართველოში ისევ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნი ჟღერდეს, მისი პარტიის სლოგანია, - "აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!" , ოღონდ აყვავებაში ივერთ მხარეს კი არა საკუთარ კეთილდღეობას გულისხმობს, სწორედ ის აყვავდება სისხლიანი რუსული რუბლებით და ფეხებზე ეკიდება საქართველო, რომლის განადგურებასაც რუსეთი 2 საუკუნეა ცდილობს და ჯერჯერობით, ქართველი ერისთვის საბედნიეროდ და ვალერი კვარაცხელიასთვის სამწუხაროდ ვერ მოახერხა.

ძნელია დაიჯერო, რომ ამ სიტყვებს საქართველოს მოქალაქე წერს და გინდა ჩათვალო რომ ეს უბრალოდ ძალიან „შავი იუმორია“. თუმცა საუბედუროდ ასე არ არის და ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არათუ სამშობლოს სიყვარულის, თავმოყვარეობის გრძნობაც არ გააჩნიათ, სწორედ ისეთი ადამიანები, რომელსაც ნიკო ლორთქიფანიძე მიმართავდა „მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.“

აქვე მომყავს ვალერი კვარაცხელიას „მისალოცი წერილიც“

„გილოცავ, ქართველო ერო!

ევროკავშირი დაინგრა!

ამერიკელთა მიერ შეკოწიწებულ "ევროპის შეერთებულ შტატებს" წერტილი დაესვა!

სულ მალე, ასევე დაინგრევა ნატო!

კითხეთ ამ რეგვენ ქართველ პოლიტიკოსებს, სად მიდიან ახლა, რომელ კავშირში?!

გუშინწინ, 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების 75-ე წლისთავზე, გორში, სახალხო მოძრაობა - "სოციალისტური საქართველო" დავაფუძნეთ. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა სახალხო წარმომადგენლებმა ამ ახალი, პროგრესული, დიდი სამომავლო მოძრაობის დაფუძნებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ჩვენი დროშა წითელია!

ჩვენი ჰიმნი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნია!

ჩვენი დევიზია, - "დედა-სამშობლო გვიხმობს!"

ჩვენი სლოგანია, - "აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!"

გიხმობთ, გეძახით, გეპატიჟებით!

წითელი დროშებით გავრეკოთ ცისფერი და ცისარტყელას ფერების დროშებითა და უკანალის ფილოსოფია-იდეოლოგიით აღჭურვილი თახსირები ქართული პოლიტიკიდან! სატანის მოციქულები გავრეკოთ ქართული ტელეარხებიდან, ამერიკული ტელეარხები კი საქართველოდან!

ევროკავშირის ნგრევის დღე საქართველოს გამოღვიძების დღეა!

გილოცავთ!“- წერს ვალერი კვარაცხელია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42