ინგლისის ბანკი მზად არის, საფინანსო ბაზრების მხარდასაჭერად 250 მილიარდი ფუნტი გამოყოს
მსოფლიო - 14:45, 24 Jun, 2016     3799
ინგლისის ბანკი მზად არის, რეფერენდუმის შემდეგ საფინანსო ბაზრების მხარდასაჭერად 250 მილიარდი ფუნტი გამოყოს. ამის შესახებ ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კარნიმ განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელი კომოსია უახლოეს კვირებში მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკის შესაძლო ცვლილებები შესახებ.

კარნიმ ასევე განაცხადა, რომ ბრიტანული ბანკები ამჟამად ბევრად უკეთეს ფორმაშია არიან, ვიდრე 2008 წლის კრიზისამდე იყვნენ.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის დატოვების მომხრეებმა გაიმარჯვეს. ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში, 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ევრო კი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3 %ით გაუფასურდა.

რეფერენდუმის შედეგი აზიურ საფონდო ბირჟებზეც და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზეც აისახა. 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ექვსი პროცენტით დაეცა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა , რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ოქტომბრამდე თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო.

ეკონომისტთა ნაწილის მტკიცებით, ეროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს, რაც ინვესტიციების შემცირებით შეიძლება იქნეს განპირობებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42