ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, საემიგრაციო პოლიტიკაზე, სავაჭრო სფეროზე და სხვა უამრავ ასპექტზე, რომელიც 40 წლის განმავლობაში ევროკავშირთან იყო დაკავშირებული. Brexit-ის სრული შედეგების გასაგებად რამდნიმე წელი გახდება საჭირო, თუმცა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებსაც უახლოეს თვეებში უნდა ველოდოთ.
რეალურად, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას წლები დასჭირდება.
მართალია, Brexit-ის შედეგები იურიდიულად სავალდებულო არ არის და მისი დაბლოკვის რამდენიმე გზა თეორიულად არსებობს, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეფერენდუმის შედეგების და შესაბამისად მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
ევროკავშირში წევრობის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანებას აცნობოს გასვლის შესახებ და დაიწყოს შესაბამისი მოლაპრაკებები. რეფერენდუმის შედეგები ბუნებრივია, არ წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას. თუმცა, ეს შეტყობინება შესაძლოა, უახლოეს დღეებში, 28-29 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მოხდე, სადაც ერთმანეტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეხვდებიან. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი 50-ე მუხლს აამოქმედებს, ორწლიანი ე.წ. „ფანჯარა“ მოუწევს, რა დროშიც მოლაპარაკებების ფარგლებში დადგინდება ურთიერთობის ახალი ფორმა, რომელიც ევროკავშირში მის წევრობას შეცვლის, ასევე ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნლოვან საკითხებზე, როგორებიცაა სავჭრო ტარიფები, მიგრაციის პოლიტიკა, სოფლის მეურნობა და სხვა. საუკეთესო შემთხვევაში, ბრიტანეთს შეუძლია შეინარჩუნოს ერთგვარული სტატუს-კვო ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ დათანხმდა ევროკავშირის რიგი წესების დაცვას ერთიან ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის სანაცვლოდ.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩატარება „კონსერვატიული პარტიის“ 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული, როდესაც, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა. პირველი რეფერენდუმი 1975 წელს გაიმართა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირში – იმდროინდელ ევროგაერთიანებაში – დარჩენას დაუჭირა მხარი. ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმის საჭიროება განპირობებული იყო კონსერვატიული პარტიისა და „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ (UKIP) დეპუტატების მოთხოვნით, რადგან, მათი აზრით, 1975 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ევროკავშირის კონტროლი და გავლენა ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უფრო და უფრო საგრძნობი გახდა.
თავამდ ქემერონი ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე , ბრიტანეთის პრემიერმა თაბამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
რა რეალობის წინაშე დადგება დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ?
ექსპერტთა მოსაზრებით, სერიოზული დარტყმა უპირველესად ქვეყნის ეკონომიკას მიადგება. ვინაიდან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ბუნდოვანია, დიდი ბრიტანეთის, როგორც უდიდესი სავაჭრო პარტნიორის როლი, რამაც მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა რეცესიაც გამოიწვიოს. ქვეყნისთვის ხელსაყრელ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, გრძელვადიან პირობებში ვითარება შესაძლოა, უფრო გართულდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კერ კიდევ, რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში, 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ევრო კი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3 %ით გაუფასურდა.
რეფერენდუმის შედეგი აზიურ საფონდო ბირჟებზეც და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზეც აისახა. 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ექვსი პროცენტით დაეცა.
ევროკავშირში ყოფნით ბრიტანეთი ინარჩუნებს ერთიან ბაზარზე სრულ წვდომას, ამ ბაზრის დატოვება კი რისკებთან და არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და სამ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი სწორედ ევროკავშირში ექსპორტთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ბრიტანეთის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სექტორები მეტწილად დამოკიდებულია ევროკავშირზე. კერძოდ, სხვადასხვა ინდუსტრიული სფეროდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი შემდეგია: ტრანსპორტის სფეროდან (44%), აიტი და ტელეკომუნიკაციები (46%), საკვების წარმოება (53%), ფინანსური სერვისი (41%), ქიმიკალიები და მედიკამენტები (54%) და ავიამშენებლობა (47%).
შემდეგ მნიშნველოვან თემას, თავისუფალი გადაადგილება წარმოადგენს.
ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთი მთავარ პრინციპს, წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საკითხი წარმოადგენს. ვინაიდან, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ბრიტანელი ცხოვრობს, ხოლო ბრიტანეთში კი ევროკავშრის წერვი ქვეყნების 3 მილიონმდე მოქალაქე, მათი ბედი გაურკვეველი ხდება. ევროკავშირის წესების თანახმად, მათ მინიმალური ბიუროკრატიით შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილება, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი პროცედურების ძირეული ცვლილებაა მოსალოდნელი.
ეკონომიკის ჩავარდნა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ბიზნესის განვითარებაზე. ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად, ფაქტობრივად ძირეული ცვლილებები გახდება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი ლიდერები ურთიერთსასარგებლო პირობებზე ვერ შეთანხმდებიან. ევროკავშრის წევრი ქვეყნები, ბიზნესგარემოსთან დაკავშრებით სპეციალური "შეღავათებით" სარგებლობენ, რას პირველ რიგში ერთიან ბაზარსა და კონკურენციის რეჟიმს გულისხმობს. კონკრეტული ქსელური ბიზნესისთვის კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ. საფრთხე ემუქრება ე.წ. ქალაქურ ბიზნესსაც - პირველ ხანებში ლონდონი შესაძლოა პრიზთან, დუბლინთან და ფრანკფურტთან კონკურენციაში დამარცხდეს. თავდაპირველი გაურკვევლობის პირობებში, ქალაქის ფირმებმა შესაძლოა ლონდონი დატოვონ, რაც დაარტყამს ეკონომიკას, ბანკებს და შესაბამისად შესაძლოა უმუშევრობის მაჩვენებელმაც აიწიოს.
დიდი ბრიტანეთისთვის ევროკავშირის წევრობით მიღებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სარგებელს უსაფრთხოება წარმოადგენს.
ევროკავშრის წესდების თანახმად, ბრიტანეთს, ისევე როგორც გაერთიანების წევრ ყველა ქვეყანას, საშუალება აქვს, მიიღოს დაზვერვის ინფორმაცია ევროკავშირის 27 ქვეყნისაგან. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის, ტერორიზმთან თუ შიდა დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად, ბრიტანეთს ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებთან წვდომის თავისუფლება ჰქონდა. ევროკავშირის დატოვების შემდეგ კი , ეს სფეროც ბუნდოვანია.
ყურადსაღებია შემდეგი ფაქტორიც, რომელიც რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე წამოიწია. სავსებით შესაძლებელია გაერთიანებული სამეფის ერთიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეფერენდუმის თანახმად, შოტლანდიამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.
ევროკავშირში დარჩენის მომხრე აღმოჩნდა ჩრდილოეთ ირლანდიაც. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი ჩრდილოეთ ირლანდიაში ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს . ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიის „შინ ფეინის“ ლიდერმა დეკლან კერნიმ გააკეთა. ირლანდიის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე მარტინ მაკგინესი.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორები, ცხადია, პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. დოლართან და ევროსთან ფუნტის გაუფასურება თავისთავად გამოიწვევს მგზავრობის ხარჯების, გადასახადების , საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას, გაიზრდება ფასები იმპორტზეც. ხარჯების ზრდა შეეხება საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს, დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენიდან, განათლების სფეროთი დამთავრებული, რომლის ღირებულებაც ბრიტანეთში საკმაოდ მაღალია.
პროცესი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, ვნებათაღელვა კი დიდია.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან 40 წლიანი ურთიერთობა დაასრულა. მაშინ, როდესაც Brexit-ის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ, ევროპელი ლიდერები რეფერენდუმის დღეს „დრამატულსა და სამწუხაროს“ უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






