როგორც დასავლური მედია იტყობინება, ჩიკაგოს პოლიციას ირლანდიელი სამართალდამცავები დაუკავშირდნენ, რომ მომღერალი თვითდაზიანებას აპირებდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.
TMZ-ის ცნობით, შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ო’კონორმა ირლანდიაში ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა , რომ ჩიკაგოში , ხიდზე იდგა და გადახტომას აპირებდა. ოჯახის წევრებმა ზარის შესახებ დუბლინის პოლიციას აცნობეს, რომელთაც ჩიკაგოს პოლიციას მიმართეს. მომღერალს ამ წუთებშიც ეძებენ.
ო’კონორის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მაისშიც გავრცელდა. მომღერალი 24 საათის განმავლობაში არ გამოჩენილა და ახლობლებმა სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართეს.
დაკარგვის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, შინეიდ ო'კონორი ჩიკაგოს პოლიციამ იპოვა.
სამართალდამცავთა განცხადებით, მომღერალს სეირნობისასა გზა აებნა.
მასალის გამოყენების პირობები






