„რუსეთმა გაზარდა სამხედრო ძალების რაოდენობა და განალაგა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან, ის სხვადასხვა ქვეყნების მიმართ აგრესიის დემონსტრირებას ახდენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ორ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა. განაგრძობს მოლდოვას ნაწილის ოკუპაციას. თუ გადავხედავთ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი უფრი თამამი და რისკიანი გახდა. დიახ, ISIS ქაოსი და საშინელებაა, თუმცა არ ვთვლი, რომ ისეთივე არსებით საფრთხეს წარმოადგენს, როგორც პუტინის პროვოკაციები. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ISIS-ის მხრიდან ალისნსის წევრ ქვეყნებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდება, ამის უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე რუსეთის მიერ ვარშავის ან ბერლინის ოკუპაცია. მე არ ვთვლი, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებს დაესხმება თავს , ჩემი შეშფოთების მიზეზი რუსეთის სამხედრო ოპერაციების პროვოკაციული ხასიათია, რაც შემთხვევითი, გაუთვალისწინებელი კონფლიქტების ალბათობას ზრდის. ამის ნათელი მაგალითი თურქეთის სამხრეთ რეგიონში ვნახეთ, როდესაც თურქმა სამხედროებმა რუსეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. “ - განაცხადა იან ბრზეჟინსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






