როგორ დავიზღვიოთ თავის შეცდომისგან ონლაინ სესხის აღების დროს
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:30, 24 Jun, 2016     5283
ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა გაუთვალისწინებელი სიტუაციებით, რომლის მოსაგვარებლად, ხშირად, თანხა არის საჭირო. თვიური შემოსავლიდან მოულოდნელი ხარჯებისთვის ფულის გადადება კი არც ისე მარტივია.

ონლაინ სესხების მთავარი დანიშნულება სწორედ ამგვარი პრობლემების მარტივად და მინიმალური ძალისხმევით მოგვარებაა. ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ. მთავარია, სწორად შეარჩიოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლისგანაც თანხის სესხებას აპირებთ, დარეგისტრირდეთ მათ საიტზე და შეავსოთ აპლიკაცია. სერვისის მოხერხებულობას ამ ეტაპზეც იგრძნობთ, რადგან პროცედურა საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია, დოკუმენტებიდან მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. თანხა კი, უმოკლეს ვადაში თქვენს ანგარიშზე აისახება.

საინტერესოა, რა იგულისხმება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სწორად შერჩევაში. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვთ დაწესებული გარკვეული პირობები, რომლის შესახებაც სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცემენ. შესაბამისად, ყოველთვიური პროცენტული დანამატი უფრო მეტია, ვიდრე ბანკიდან კრედიტის აღების დროს. ასევე საკუთარი ღირებულება აქვს ყველა დამატებით სერვისს.

ქვემოთ განთავსებულია რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მოულოდნელი „სიურპრიზები“, სესხის აღების შემდეგ.

1. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არჩევისას, უნდა დააკვირდეთ თვიური საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს, , რადგან რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო დიდია რისკი, რომ სესხის დაბრუნება გაგიჭირდებათ.

2. მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - თანხის დაბრუნების ვადები. ამ ვადების მიხედვით უნდა განსაზღვროთ, რა დროს და თანხის გადადება მოგიწევს თქვენი თვიური ბიუჯეტიდან. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით ამ ნიუანსს.

3. შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. შესაძლოა, რაიმემ შეგაფერხათ, ან სულაც გადაგავიწყდათ და დროულად არ გადაიხადეთ თვიური შესატანი. სამწუხაროდ, კომპანია ასეთ დროს ჯარიმას აწესებს. ამიტომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არჩევისას, არ დაგავიწყდეთ გადაამოწმოთ, რა თანხა არის გადასახდელი გადაცილებულ ერთ და ყოველ მომდევნო დღეზე.

4. ისევ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე შევჩერდეთ. თუ ხვდებით, რომ რაღაც მოულოდნელი შეფერხების გამო ვერ ახერხებთ თვიური შესატანის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ, სესხის პროვაიდერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მისი გადავადება სთხოვოთ. თუმცა, ეს მომსახურებაც გარკვეული საფასური დაგიჯდებათ. ონლაინ სესხი კომპანიები გადავადების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობენ და ფასიც, შესაბამისად, დამოკიდებულია გადახდის გადაწევის დღეების ოდენობაზე.

5. ბოლოს კი, შესაძლოა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებული ყველა პირობა აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს, მაგრამ კარგად გადაამოწმეთ, არის თუ არა მოქმედი კონკრეტული კომპანია.

საიტზე sesxebi365.com ყველაზე სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ჩამონათვალია განთავსებული, სადაც შანსი გეძლევათ დეტალურად შეადაროთ ისინი ერთმანეთს და გააკეთოთ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი.


სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი sesxebi365.com






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42