10:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმს.
11:00 საათზე სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის „12 მდივნის კონფერენციის“ ერთობლივი მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრაზე საქართველოში ადვოკატის პროფესიული გარანტიების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელებენ და ადვოკატის უფლებების დარღვევის, პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტებს განიხილავენ.
მრგვალ მაგიდას საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახსნიან.
11:00 საათზე - სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის მე-5 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. გამოსაშვებ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N51
გთხოვთ, ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 10:30 საათზე მობრძანდეთ.
საკონტაქტო პირი: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66
11:00 საათზე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N307
11:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N301
11:00 საათზე - ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს I საარტილერიო ბრიგადის 152მმ-იანი თვითმავალი დანა ბატალიონის ბატარეები. საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება.
მისამართი: დაბა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი
გთხოვთ, ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები IV მექანიზირებულ ბრიგადასთან 10:00 საათზე მობრძანდეთ.
საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 577 39 30 07
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნებზე სპეცუბნების გაუქმება; ახალი კანონის თანახმად პოლიციის საარჩევნო უბნებთან ყოფნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ყრუ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა იქნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), სახალხო დამცველის ოფისის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. ცენტრალური საარჩევნო კომისია
საკონტაქტო პირი - ნათია ლეშკაშელი 595 52 11 52
11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00 საათზე - პარლამენტის პლენარული სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან
ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მმდებარ ტერიტორია
საკონტაქტო პირები:
ხათუნა პაიჭაძე- 591 41 05 45 ილონა ხვიჩია - 591 70 54 81
13:00 საათზე - სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული სამხედრო სწავლებას ჩაატარებს. სამხედრო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
მისამართი: ქ. სენაკი, II ქვეითი ბრიგადა
14:00 საათზე - ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგ გამართავენ
მასალის გამოყენების პირობები






