პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის გარშემო , რამდენიმე დღის წინ მორიგი სკანდალი აგორდა. ამერიკულმა გამოცემა „რადარ ონლაინმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, 2003 წელს სანტა-ბარბარაში, ნევერლენდის ვილაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ საბავშვო პორნოგრაფიისა და ცხოველთა წამების ამსახველი ფირები ამოიღო.
ჩხრეკა მართალია, მომღერლის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე ჩატარდა, თუმცა ამ მოკვლევის შედეგები ახლა გამოქვეყნდა . ვიდეოების უმეტესობაში ბავშვების სახეები არ ჩანს, მათ სახეებს უფროსების სხვა მასალებიდან ამოჭრილი სახეები აქვთ დადებული.აგორებულ სკანდალს მომღერლის 18 წლის შვილი, პერიზ ჯექსონი გამოეხმაურა და სისულელე უწოდა.
„სამწუხაროდ, ნეგატივი ყოველთვის კარგად იყიდება. მოგმართავთ ყველას : არ მიაქციოთ ყურადღება ამ ამბავს, არ მისცეთ საშუალება პარაზიტებს, კარიერა ბოროტებით ააწყონ. ყველაზე სუფთა ადამიანები ყოველთვის თავდასხმის ობიექტები ხდებიან, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ ჩემი საყვარელი მამა ყოველთვის იყო და რჩება უდანაშაულოდ,“ – ამბობს პერიზ ჯექსონი.
მაიკლ ჯექსონი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ პედოფილიაში. 2005 წელს ჯექსონის წინააღმდეგ შვიდი ბრალდება განიხილეს, სადაც მას არასრულწლოვანი ბიჭებისთვის სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებდნენ, თუმცა დამნაშავედ არცერთ შემთხვევაში არ უცნიათ.




მასალის გამოყენების პირობები






