სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. რომლის ფარგლებშიც „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცის საით წაიყვანოს ქვეყანა:
„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას. იცის, საით უნდა წაიყანოს მთავრობა. ვფიქრობ, დღეს კეკლუცობის დრო არ არის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ხელმძღვანელი. ჩვენ მხარი უდნა დავუჭიროთ ამ ადამიანს და კრიტიკულები უნდა ვიყოთ.
დღეს ქვეყანას და ბიზნესს ჭირდება სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, დავაფიქსიროთ, სად ვდგევართ. თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია შევიკრიბოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს ასე არ ვარგა.
საით უნდა წავიდეს ქვეყანა განვითარებისთვის - სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის წესიერი, სუფთა ადამიანი ხელმძღვანელად და ასეთი ჩვენ გვყავს.
რა თქმა უნდა მინისტრთა კაბინეს შეკვეცა ჭირდება, ცვლილება ჭირდება, ზოგიერთ სამინისტროს გაუქმება ჭირდება. ეს არის მუშა სიტუაცია, ჩვენ უნდა დავაყენოთ, მოვითხოვოთ და ჩვენ ამას მივაღწევთ. დღეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ საკუთრების უფლებას არავინ არ ახსენებს, არც ეხება, ჩვენ ეს ასე მივიღეთ. ეს მივიღეთ, როგორც საჩუქარი. ამაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. დღეს არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რა ემუქრება თქვენ საკუთრებას, აქციებს, ღამე გადაფორმებები არ ხდება. ეს უნდა იყოს დაფასებული, არავინ არ გვთხოვს და არც ამ შეხვედარზე დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ამას ვიღაც გვამადლის, საუბარია იმაზე, რომ ეს გვახსოვდეს, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






