ჯონ ეში გაეროში ანტიგუა და ბარბუდას ელჩი იყო. გაეროს გენერალურ ასამბლეას კი 2013-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
2015 წლის ოქტომბერში ეშს კორუფციისა და ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა.
გამოძების ინფორმაციით, ეშმა ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა.
გამოძიების თანახმად, ეშმა ჩინელი მილიარდელის ნგ ლაპ სენის სასარგებლოდ დოკუმენტიც მიიღო, რომლითაც მაკაოს პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი.
საბოლოოდ, კი საკუთარი სახლის ტერიტორიაზე , ნიუ-იორკში 30 000 დოლარის ღირებულების საკალათბურთო მოედანი ააშენა. ასევე, საკუთარი ოჯახის მოგზაურობას აფინანსებდა.
ჯონ ეშის გარდა, ბრალდება 6 ბიზნესმენს წაუყენეს, რომლებიც გამოძიების თანახმად, კორუფციულ სქემაში წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






