პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე აღინიშნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:51, 23 Jun, 2016     1581
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე „საქართველო - ღვინის სამშობლო, მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“ აღინიშნა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასზე მოწვეულ სტუმრებს კაფე Art Café Ku-მ უმასპინძლა. ჩინელ და ქართველ დელეგატებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და ქართული ღვინის წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი.

სტუმრებს შორის იყვნენ პეკინის წამყვანი უნივერსიტეტების (Peking University, Renmin University და სხვა), ღვინის ინდუსტრიის, ხელოვნების სფეროს, ღვინის სპეციალიზირებული და სხვა მედია საშუალებების წარმოამდგენლები.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების („თელედა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „შალვინო“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „მეღვინეობა ხარება“ და „თელავის ღვინის მარანი“) 30 სახეობის 100-მდე ბოთლი ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩინეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-მხატვრის ალექსანდრე გელაშვილის შემოქმედებას.

ღონისძიება ჩინური და ქართული ფოლკლორითა და ცეკვებით წარიმართა, რომელიც ქართული და ჩინური კერძებისა და ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა. ჩინურ ტრადიციულ საკრავზე (Guzheng) შესრულებული მუსიკა და ჩინური ფოლკლორული ცეკვები კორეის ანსამბლის მიერ იქნა შეასრულებული, რომლის ორგანიზება პეკინის საერთაშორისო კულტურის განვითარების ორგანიზაციამ უზრუნველყო.

მსგავს ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1 242 523 ბოთლი ღვინო, რაც 106%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42