თანამედროვე კინოს ლეგენდა, მერილ სტრიპი 70 წლის გახდა
ეს საინტერესოა - 21:04, 22 Jun, 2019     17088
თანამედროვე კინოს ლეგენდად აღიარებული, მერილ სტრიპი 22 ივნისს 70 წლის გახდა. მისი დაბადების დღე მთელ მსოფლიოში მისმა უამრავმა თაყვანისმცემელმა აღნიშნა.

ბავშვობაში მერილ სტრიპი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით იურისტის პროფესიის დაუფლება მოინდომა. მსოფლიო ვერ ნახავდა მის ათობით შესანიშნავ როლს, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა... გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან.

მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა. მოღვაწეობა თეატრში მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკში ვასარის კერძო კოლეჯი დაამთავრა დრამის სპეციალიზაციით. გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი აქვს იელის დრამის სკოლის გამომსახველობითი ხელოვნების სპეციალობით.

26 წლისამ გადაწყვიტა კინოში ბედის ცდა, თუმცა პირველი მცდელობა უსიამოვნო იყო. ''კინგ-კონგის'' კასტინგზე აღმოჩნდა. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: ''რატომ გამომიგზავნე ეს ღორი? ეს ქალი იმდენად უშნოა''. როგორ გაოგნდა, როცა მსახიობმა აღუშფოთებლად, დახვეწილი იტალიურით უპასუხა: ''ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ''. წლების შემდეგ მერილმა თქვა: ''ჩემი აზრით, ჩემს ვაჟს ყოველთვის ცოტათი რცხვენოდა მეგობრებთან იმის გამო, რომ მე არასდროს მითამაშია საშინელებათა ჟანრის ფილმებში. მე კი ასეთი ფილმის ყურებასაც კი ვერ მაიძულებთ''.

მის კარიერაში ''ოსკარის'' სარეკორდო - 21 ნომინაციაა და 28 - ''ოქროს გლობუსის''.

ჯერჯერობით 3 ოსკარი აქვს მიღებული. სტრიპს მიღებული აქვს ოსკარები ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ 1979 წელს, „სოფის არცევანი“ 1982 წელს და „რკინის ლედი“ 2011 წელს.

უკვე 40 წელია, მერილ სტრიპი ერთ მამაკაცზეა გათხოვილი - მისი ქმარი მოქანდაკე დონ ჰამერია. მომავალი ქმარი ძმამ გააცნო. მომავალ ვარსკვლავს ბინა არ ჰქონდა ნიუ-იორკში და ჰამერმა თავისი სახელოსნო დაუთმო. წარმატებული კარიერის კვალდაკვალ ბედნიერი პირადი ცხოვრებით ტკბება. სტრიპი 4 შვილის დედაა.
მერილი ამტკიცებს, რომ არასდროს ცდილობდა იდეალურობას. არც პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს აღიარებს, ახლაც კი, როცა ასაკში შევიდა. და მაინც ყველაზე მომხიბვლელია. ასევე არ უყვარს ძვირფასი ნივთები, მოდა, წვეულებები. არადა, რა კარგად განასახიერა გლამურული ჟურნალის მოდური რედაქტორი, რომელიც ატარებს ''პრადას''.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42