ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, ბემბას, როგორც კონგოს განმათავისუფებელი მოძრაობის ლიდერს, ჰქონდა სრული კონტროლი თავის ქვეშევრდომებზე და იყო ინფორმირებული მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, თუმცა მათ შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედა.
ბემბა პირველი სამხედრო მეთაური გახდა, რომლის მიმართ ჰააგის სასამართლომ სექსუალური ხასიათის საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, სამხედროები ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებდნენ. საუბარია 2002-2003 წლებზე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კონგოელი სამხედროები მაშინდელმა პრეზიდენყმა ანჟ-ფელიკს პატასემ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით მიიწვია.
2003-2006 წლებში ჟან-პიერ ბემბა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანამდებობას იკავებდა. 2008 წელს ის ჰააგის სასამართლოს მოთხოვნით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






