გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია მოაწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:05, 21 Jun, 2016     1409
თბილისი, 21 ივნისი, 2016 - გალტ & თაგარტმა სექტორული კონფერენციების სერიიდან, G&T Industry Series, პირველი სექტორული კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn თბილისში“ გამართა. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის სექტორს მიეძღვნა, სადაც გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო შედეგებს, დღევანდელ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აჭარა ჯგუფი და სილქ როუდ ჯგუფი.

გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის:

- ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წლის ხუთ თვეში - რამ განაპირობა ეს ზრდა და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევარში;

- რა მიმართულებით არის ქვეყანაში პოტენციალი ტურიზმის სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე;

- სასტუმროების სექტორი - ბრენდირებული სასტუმროების დაგეგმილი პროექტები, სად არის შესაძლებლობები;

- საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Travel & Tourism Competitiveness Index-ის მიხედვით - რომელ ქვე-ინდექსებში არის საქართველო მოწინავე ადგილებზე და რომელში ჩამორჩება;

- სახელმწიფოს ინიციატივები ტურიზმის სექტორის წახალისებით მიზნით.

„ღონისძიებათა ციკლის, G&T Industry Series, მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები - იმ მიზნით, რომ განიხილონ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ჩვენის მხრივ, აუდიენციას წარვუდგენთ ჩვენს უახლეს სექტორულ კვლევას და გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნას. გვსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინოს თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობენ მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სექტორული კონფერენციების სერიას მიეცემა პერიოდული სახე და წლის განმავლობაში 3 სექტორის დაფარვა იგეგმება“ განაცხადა გალტ & თაგარტის საინვესტიციო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო პაპავამ.

“აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს გალტ & თაგარტის სექტორული კონფერენციების ჩატარების ინიციატივას და მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ პირველ კონფერენციას სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის, რადგან დღეს საქართველოს გააჩნია ყველანაირი წინაპირობა, იმისათვის, რომ გახდეს სამაგალითო ქვეყანა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“ განაცხადა „აჭარა ჯგუფი“-ს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა.

სრულად ტურიზმის სექტორის შესახებ ანგარიში შეგიძიათ იხილოთ: www.gt.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42