საპარტნიორო ფონდმა „შულც გლობალ ინვესტმენტ“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 17 Jun, 2016     1646
საპარტნიორო ფონდმა ამერიკულ კომპანია - „შულც გლობალ ინვესტმენტთან“ (SCHULZE GLOBAL INVESTMENTS) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიას „შულც გლობალ ინვესტმენტ“-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბენარდი, კომპანიის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, მთავრობის წარმომადგენლები, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ავღანეთსა და ერაყში ზალმაი ხალიზადი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმოამდგენელი ნიკოლას ბერლინერი დაესწრნენ.

ხელმოწერის ცერემონია მიეძღვნა საპარტნიორო ფონდის მიერ დაგეგმილ 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციას „კავკასიის განახლებად ენერგეტიკულ ფონდში,“ რომელიც დაფუძნებულია ამერიკული კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის“ მიერ და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელებას.

საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე პროექტში უკვე მონაწილეობს, მათ შორისაა ორი ჰესი სვანეთში - 280 მგვტ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.2 მლრდ კვტ/სთ-ია და 10 მგვტ სიმძლავრის ჰიდროსადგური კასლეთი 2, წლიური პოტენციური გამომუშავებით 43 მლნ. კვტსთ-ი და ასევე 17 მგვტ ლუხუნი 2 ჰიდროელექტროსადგური რაჭაში.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.

SCHULZE GLOBAL INVESTMENTS-ის შესახებ

SCHULZE GLOBAL INVESTMENTS არის ამერიკული საინვესტიციო კერძო კომპანია, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს სპეციფიკურად ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც შესწევთ ძალა წამყვანი როლი ითამაშონ რეგიონში მშპ-ს ზრდის, პოლიტიკური სტაბილურობის და კარგი მმართველობის კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42