ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც 18 ივნისს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო აქციაზე ლას ვეგასში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისთვის იარაღის წართმევის მცდელობისას დააკავეს, აღიარა, რომ ის ტრამპის მოკვლას გეგმავდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ 19 წლის მაიკლ სტივენ სენდროფს დიდ ბრიტანეთში გაცემული მართვის მოწმობა ჰქონდა, აშშ-ში კი წელიწადნახევარია ცხოვრობს.
სენდფორდის მიერ მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ის დონალდ ტრამპზე თავდასხმას ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა.
სასამართლო მასალების თანახმად, სენდფორდს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მას მხოლოდ ერთი ან ორი გასროლის შესაძლებლობა ექნებოდა, რის შემდეგაც მას სავარაუდოდ დაცვის თანამშრომლები მოკლავდნენ. დაკითხვაზე დაკავებულმა აღიარა, რომ თუკი ტრამპს ლას ვეგასში ვერ მოკლავდა, ამას ფენიკსში დაგეგმილ მიტინგზე გააკეთებდა.
მასალის გამოყენების პირობები






