საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესსექტორს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა და ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ 2007 წელს ქვეყანაში ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე პიკური პერიოდი იყო:
„ბიზნესს რომ რამე წაართვა, მანამდე მან რაღაც უნდა იქონიოს, იმ რეფორმებმა მისცა საშუალება ძალიან ბევრს რომ რაღაც ეშოვნა, ბატონი ბიძინა დაეთანხმა სინამდვილეში, რომ ამახვილებდა ყურადღებას, 2007 წელს იყო ყველაზე პიკური პერიოდი ინვესტიციების და ეს იყო იმის შედეგი, რომ თავისუფლებისკენ ნაბიჯები გადაიდგა“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






