21 ივნისის ანონსი
ანონსი - 20:35, 20 Jun, 2016     1092

10:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება “გალტ & თაგარტის” სექტორული კონფერენციების სერიებიდან, პირველი სექტორული კონფერენცია.

კონფერენცია მიეძღვნება ტურიზმის სექტორს და პირველი ნაწილი დაეთმობა „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის პრეზენტაციას.

10:30 საათზე - საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ პრეს–კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“–ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „გაზპრომსა“ და „გასკო+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასება. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას აღნიშნულ ურთიერთობებში ჩარევა?

მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნესცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

საკონტაქტო პირი: ანდრია გვიდიანი ტელ: 551552525

11 საათზე - სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

11:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაციის წევრებთან

თბილისი, პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

11:00 საათზე - სასტუმრო „რუმსში“, ჯანდაცვის ასოციაცია პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას ასოციაციის ხედვას, სტრატეგიულ მიზნებსა და გეგმებს გააცნობს.

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის პროექტზე ეთიკის წესების შესახებ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში ბრიფინგს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ - გოგირდის აბანოები სამი დღით იხურება. საკონტაქტო პირი: ნოდარ ტოტოღაშვილი 597 58 07 00

12:00 საათზე - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო მონიტორინგის ოფიციალურად დაწყებამდე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას

მისამართი: "სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისში.

12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ადვოკატი ნონა ფილაური ერთ-ერთი მოშიმშილე ავადმყოფი პატიმრის შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 419

13:00 საათზე - სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის პროკურატურამ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე ერთწლიანი გამოძიება დაასრულა.

13:00 საათზე - თიბისი ბანკის სათაო ოფისში თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების შესახებ აუდიტორიას ინფორმაციას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი მიაწვდიან.

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)

15:00 საათზე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15:00 საათზე - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

17:20 საათზე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად კვაჭანტირაძის და კომიტეტის წევრების, ერეკლე ტრიპოლსკის და თამარ ხიდაშელის შეხვედრა პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაციის წევრებთან

თბილისი, პარლამენტი, A კორპუსი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი 408





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42