გამოძიების თანახმად, 2015 წლის 27 თებერვალს, დილით 11 საათიდან საღამომდე დადაევი, გუბაშევი და შავანოვი ნემცოვს უთვალთვალებდნენ.
„დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის, როდესაც ნემცოვი მის მეგობარ ანა დურიცკაიასთან ერთად წითელ მოედანზე გამოვიდა, შავანოვმა და გუბაშვემა დადაევს სიგნალი მისცეს. 23 საათსა და 31 წუთზე კი დადაევმა ნემცოვის მიმართულებით 6 გასროლა განახორციელა“ - ნათქვამია დასკვნაში.
გამოძიება კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკოსის მკვლელობას რელიგიური მოტივით. მარკინის თქმით, გრძელდება გამოძიება სავარაუდო ორგანიზატორებისა და დამკვეთების წინააღმდეგ.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს.
მასალის გამოყენების პირობები






