სავჩენკომ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს იმ წვლილისთვის, რაც მის გათავისუფლებაში შეიტანა.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მე ვიყავი გატაცებული, ისევე როგორც ახლაც არიან გატაცებული უკრაინელები. ამჟამად , ყირიმელი თათრების გატაცება გრძელდება. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი.
მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ პუტინის წყურვილი არასოდეს დაკმაყოფილდება. მას ახალი რეგიონებისა და ქვეყნების დაპყრობა სურს“ - განაცხადა სავჩენკომ.
ნადეჟდა სავჩენკოს თქმით, რუსეთი უნდა ყოფილიყო მათი უსაფრთხოების გარანტი, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის მხარე, რომელიც ბირთვული განიარაღების შემდეგ გაფორმდა, თუმცა „რუსეთმა ზურგში მახვილი ჩაასო.“
„გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს თანმიმდევრულ პოზიციას. არავის გისურვებთ ისეთი მეზობლის ყოლას, როგორიც რუსეთია“ - განაცხადა სავჩენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






