კახეთში ხორბლის აღება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:00, 20 Jun, 2016     4837
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო. მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნორში ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა.

,,ალოობა ტრადიციულად კახეთიდან იწყება. უამინდობის გამო ხორბლის აღება ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ ყველა სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის მიმართულებთ და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი - 86 ერთეული შპს ,,მექანიზატორის“ კომბაინია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42