პაშა ბანკი- ობლიგაციების კონგრესის სპონსორი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:05, 20 Jun, 2016     1178

16-17 ივნისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-13 კონგრესი. აღნიშნული ღონისძიების სპონსორია პაშა ბანკი, რომელიც რეგიონში კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებს.

აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან იმართება და რეგიონის საფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. აქ განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის, დსთ-ს და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების შიდა ბაზრების განვითარება, ასევე ევროობლიგაციების ინტეგრირება განვითარებად ბაზრებზე და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

კონგრესის სპიკერებს შორის იყვნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, პაშა ბანკ აზერბაიჯანის საინვესტიციო საბანკო მომსახურების დირექტორი ივან უგლიანიცა, პაშა ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შაჰინ მამმადოვი.

„მოხარული ვართ, რომ ობლიგაციების კონგრესი წელს თბილისში ჩატარდა და პაშა ბანკს მიეცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში. ფასიანი ქაღალდების ემისიადა სხვა სახაზინო ოპერაციები ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოში ამ კუთხით უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონგრესი დადებითად აისახება რეგიონში საფინანსო სექტორის განვითარებაზე.“ - განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.

ფასიანი ქაღალდების 2-დღიან კონგრესს ესწრებოდა საფინანსო სექტორის 150-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესის ორგანიზატორი იყო „CBonds“, ხოლო მასპინძელი „გალტ & თაგარტი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42