ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:47, 20 Jun, 2016     1270
20 ივნისს ქ. როტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ (TEN-T Days 2016), რომლის ფარგლებშიც შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი. თავის გამოსვლაში ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო მაგისტრალთან შეერთების მნიშვნელობას, ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტუქტურულ პროექტებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზე. დავით ხუციშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობაზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების მიზნით.

ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის წარმომადგენლებთან - ტრანსპორტის ევროკომისრის ვილოლეტა ბულცის კაბინეტის უფროსთან მატეჟ ზაკონჟეკსთან და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალურ დირექტორთან ჰენრიკ ჰოლოლეისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბოსნია/ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბოსნია/ჰერცეგოვინას გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42