ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი უბედური შემთხვევის შედეგად 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დასავლური მედიის ცნობით, ელჩინის ცხედარი სან-ფერნანდოში, საკუთარი სახლის მახლობლად მეგობრებმა აღმოაჩინეს. ცხედარი მანქანასა და კართან მდებარე აგურის საფოსტო ყუთს შორის იყო მოყოლილი.
"გარდიანის" ცნობით, ანტონი მეგობრებმა მას შემდეგ მოიკითხეს, რაც რეპეტიციაზე არ მივიდა და არც სატელოფონო ზარებს პასუხობდა.
უცნობია, რატომ გამოვიდა მსახიობი მანქანიდან და როგორ მოჰყვა ის მანქანასა და ყუთს შორის.
ანტონ ელჩინი 1989 წლის 11 მარტს ლენინგრადში ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – ვიქტორ ელჩინი და ირინა კორინა ფიგურულ სრიალში პროფესიული მოციგურავე წყვილი იყვნენ. წყვილი აშშ-ში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც მომავალი მსახიობი 6 თვის იყო.
ანტონ ელჩინმა ითამაშა ფილმებში – “ალფა დოგი”, “ტერმინატორი 4″, ნიუ-იორკო, მიყვარხარ”, “უცნაური ტომასი”, “შიშის ღამე”, “წარსული საიდუმლოებები” და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






