წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი, პირველი ეხებოდა ეპარქიებში არსებული მგდომარეობას, ხოლო მეორე საკითხი ბოდბელი მთავრეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესის დავითის თხოვნას.
"გაკეთდა მოხსენებები და აღნიშნა, რომ ყოველდღიურ ცხორებას ახლავს მრავალი პრობლემა, მოსაგვარებელი საკითხი. ჩვენ უნდა გავძლიეროთ ეკლესია ადგილებზე, ეპარქიებში ჩვენი საქმიანობა, როგორც საგნმანათლებლო, კულტურული, სულიერი, ასევე სოციალური მიმართულებით", – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, მეუფე დავითმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა ითხოვა. წმინდა სინოდის სხდომამ ამ საკითხზე იმსჯელა და თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. გადაწყდა, რომ ბოდბის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნოს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი.
მეუფე გრიგოლის თქმით, გარდაბნის ეპარქია, რომელსაც მანამდე მეუფე იაკობი მართავდა, შეუერთდება მცხეთა-თბილისი ეპარქიას.
რაც შეეხება ID ბარათთან დაკავშირებულ და ქართული ტაძრების მდგომარეობის საკითხს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მიტროპოლიტის თქმით, სინოდზე ბევრ საკითხზე საუბრობენ, ზემოთ აღნიულ საკითხებზე სინოდმა მიღო დადგენილება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რომელზეც ეკლესიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ არსებობს აუცილებლობა, კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე საკითხზე იყოს მსჯელობა.
მასალის გამოყენების პირობები






