ინგლისური Guardian-ის ცნობით, რუსი ხულიგანი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. ამის შესახებ გამოცემას მთავრობის მათალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ფანატები კრემლთან არიან კავშირში და მათი მოქმედება საფრანგეთში ე.წ. ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია.
"არეულობები, რომლებიც რუსმა გულშემატკივრებმა მარსელსა და ლილში მოაწყვეს, კრემლის მიერ არის სანქცირებული. ჩვენ ახლა ვიძიებთ თუ ბრა კავშირში არიან ისინი მოსკოვის რეჟიმთან. მოსკოვის ამგვარი ტაქტიკა ორ მიზანს ისახავს. 1 - ძალის დემოსტრირებას, მეორე - რუსეთის მოსახლეობაში იმ განწყობის დანერგვას, რომ მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა განწყობილი," - წერს Guardian თავის წყაროზე დაყრდნობით.
მასალის გამოყენების პირობები






