სუბარი: პატიმრებს სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ხორცი და ხილი აქვთ
საზოგადოება - 17:44, 23 Apr, 2013     583

მისი თქმით, საპატიმროებში პირობები წინანადელთან შედარებით გამოსწორებულია.

 

,,სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ "დაამარცხა" სააკაშვილმა კორუფცია. აქ იყო როგორც სისტემური, ისე ქვედა დონის კორუფცია.სისტემური კორუფციის მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვეში 90 ლარი იყო პატიმრის კვებაზე გამოყოფილი და არ მინახავს პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ ამ საჭმელს ჭამდა. ეს საჭმელი მთლიანად ე. წ. "პამოიში" მიდიოდა. დღეს, როდესაც კვება 5-ჯერ გაუმჯობესდა, პატიმრის კვება იგივე ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კვების თანხა 120 ლარამდე გავზარდეთ, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაადო ფასი, რომელიც 90 ლარზე ნაკლებიცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პროდუქტები. კვირაში თუ ერთხელ იყო ხორცი, ახლა კვირაში ორჯერ არის ქათმის მოზრდილი ნაჭერი, სამჯერ საქონლის ხორცი და ორჯერ თევზის ფილე. პატიმრები კვირაში 1 კგ ხილს იღებენ. სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ნორმალური კვებაა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს იგივე ფასი უჯდება,"- განაცხადა სუბარმა.

 

მინისტრი ამბობს, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ღია რეჟიმის დაწესებულებების გახსნას, ასევე პატიმრების გარკვეულ ნაწილს დასვენების დღეების ოჯახში გატარების საშუალება ექნებათ.

 

"ამ სისტემის დალაგებას დრო სჭირდება. ასევე საჭიროა მკაცრი რეჟიმის ციხეები, სადაც რეჟიმის დამრღვევი პატიმრები განთავსდებიან. მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გაისად ლაითურში გაიხსნება. ეს ციხე 4300 კაცზე შენდებოდა, მაგრამ ამხელა ციხის საჭიროება აღარ არის და ის 1600 პატიმარზე აშენდება.

 

ამავე დროს რეჟიმი შემსუბუქდება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მოტივირებული არიან რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის. მაისში ან ივნისში გლდანში გაიხსნება ღია რეჟიმის დაწესებულება 100 კაცზე, სადაც ასეთ პატიმრებს გადავიყვანთ. ამ დაწესებულებაში ოთახები არ იკეტება და ეზოში სეირნობა თავისუფლად შეიძლება. დაწესებულების ეზოში არის აუზი, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები, სახელოსნოები. ვაპირებთ სათბურების გაკეთებასაც. პატიმრებს შაბათ-კვირის შინ გატარების უფლება ექნებათ და კვირა საღამოს დაბრუნდებიან,"- ამბობს სოზარ სუბარი ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42