კრემლის ოცნება - "დიადი რუსეთის" აღდგენა 1945 წლის საზღვრებში
მსოფლიო - 14:16, 18 Jun, 2016     3165

რუსეთის სახელისუფლო პარტიის ერთერთი ცნობილი პარლამენტარის ევგენი ფიოდოროვის განცხადებით, რუსეთის მიზანია „დიადი რუსეთის“ აღდგენა 1945 წლის საზღვრებში.

„ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წელს უკანონოდ იქნა დარღვეული. არის კი ადამაინი, რომელსაც რუსეთში ეს არ ესმის?“ - განაცხადა დუმის დეპუტატმა ჟურნალისტთან ინტერვიუში.

მან უკრაინაში შეჭრა, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მოქმედებები დაახასიათა როგორც „ამ საკითხის გადაწყვეტის ისტორიული ტექნოლოგია“.

„საბჭოთა კავშირის ტერიტორია - საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს ჩვენი სამშობლოს - რუსეთის ტერიტორიაა. ამ საზღვრების აღდგენა აუცილებელია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,“ - აღნიშნავს დეპუტატი.

მისი აზრით NATO-სთან ომი არასწორი იქნებოდა, მაგრამ ისტორიული საზღვრების აღდგენა აუცილებელია, სანქციებისა და რუსი ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად. მან მოსახლეობას მოუწოდა მოითმინოს დღევანდელი კრიზისი, რადგან ომი და აგრესია რუსეთის გაერთიანებისა და აღდგენის ერთადერთი საშუალებაა.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ის, რის გამოც აუცილებელია ვითმინოთ. და რა არის ეს ფაქტორი - რუსული სახელმწიფოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენა. ესაა ჩვენი მიზანი, რომელიც რუსებს 1500 წლის განმავლობაში აერთიანებდა, მთელ მოსახლეობას, რუსეთში მცხოვრებ ყველა ნაციას,“ - აცხადებს ფიოდოროვი.

ამ ველიკოდერჟავული გამონათქვამების შემდეგ ფიოდოროვმა განმარტა, რომ ეს არ არის დამპყრობლური იდეები, არამედ სახელმწიფოს აღდგენის იდეაა.

შეგახსენებთ, რომ ევგენი ფიოდოროვი რუსეთის სახელმწიფო დუმის 4 მოწვევის დეპუტატია „ედიანია როსიას“ სიით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42